“რუსთავი 2-ის” დილის გადაცემის კორესპონდენტმა, ნინუცა მაყაშვილმა მისი დის, რუსკა მაყაშვილის “საიდუმლო” პირდაპირ ეთერში შემთხვევით გაამხილა.
როგორც ირკვევა მსახიობი მეორე შვილს ელოდება. როგორც ჩანს, რუსკა ბაშვის სქესს საგულდაგულოდ მალავდა, თუმცა საიდუმლო გამჟღავნდა – ცნობილი მსახიობი და წამყვანი ამჯერად გოგონას დედა გახდება.
”რუსკა კიდევ მეორედ ემზადება დედობისთვის, ამ შემთხვევაში გაგვიმართლა და არის გოგო” – თქვა ნინუცა მაყაშვილმა გადაცემა “დილა მშვიდობისა საქართველოს” ეთერში