სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ბათუმში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. ის იმ შემთხვევას იხსენებს, როცა გორის მერიის წარმომადგენელმა მას ნაგვის ურნა ჩამოაცვა თავზე.
“მეც დამაყარეს თავზე ნაგავი 😔 ჰო, 3 წლის წინ, გორის მერიასთან, ჩინოვნიკმა, მაღალი თანამდებობის პირმა!
2 წელი მიდიოდა სასამართლო და მიხვდით ხო როგორ დასრულდა?
მოძალადე სრულად გამართლდა!
საყვედურიც კი არ გამოუცხადეს, სიტყვიერი შენიშვნაც კი არ მისცეს!
ამ საქმეს რომ ასე არ დავტოვებ და საფლავამდე ჩავყვები ეგ ერთი თემაა, მაგრამ იგივე განმეორდა დღეს ბათუმში!
უბრალოდ აქ პირიქით იყო, გაბრაზებულმა და იმედგაცრუებულმა მოქალაქემ მოღალატე დეპუტატს ჩამოამხო ურნა თავზე!
საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ვინ იყო დამნაშავე და ვინ არა!! ეს ფაქტი ადასტურებს რომ ქვეყანაში იდიდესი ბრაზია დაგროვებული და ეს ბრაზი უკვალოდ არ ქრება!
ბრძოლა ბოლომდეა საჭირო, თუმცა მე, ალბათ ისე როგორც ძალიან ცოტამ ვიცი, რომ ეს არაა კარგი საქციელი!
თავზე ნაგვის დაყრა არის ძალადობა, ბინძური მეთოდებით ძალადობა და ასეთი ფორმების გარეშე უნდა შევძლოთ მოძალადე სისტემაზე გამარჯვება!”- წერს მაქარაშვილი.