ამერიკელმა ქალმა საყვარელ ქათამს გულის ოპერაცია გაუკეთა და 10 ათასი დოლარი დახარჯა

ამერიკელმა ქალმა თავის საყვარელ ქათამს გულზე უმკურნალა და ამაში 10 ათასი დოლარი დახარჯა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ–ის სხვადასხვა ინტერნეტ პორტალი აქვეყნებენ.

სელეტა ნოტნაგელს თავისი ფრინველი ძალიან უყვარს, ბლიუ მუდამ მის გვერდით არის და მის  საწოლთან სძინავს. ნოტნაგელი ქათამს “მონათესავე სულს” უწოდებს და მისი კომფორტისა და ჯანმრთელობისთვის არაფერს იშურებს.

ქათმის გულზე არსებული პრობლემა მას სიკვდილს უქადდა. სარისკო ოპერაცია 4 ათასი დოლარი ღირდა, მკურნალობის საერთო ხარჯმა კი 10 ათასი შეადგინა.

ახლა ბლიუ თავს კარგად გრძნობს და კვლავ უდარდელად განაგრძობს ცხოვრებას თავისი პატრონის გვერდით.