მამაკაცი კარანტინის პირობების 7–ჯერ დარღვევისთვის 35 000 დოლარით დაჯარიმდა

ტაივანში კორონავირუსით გამოწვეული კარანტინი მამაკაცმა შვიდჯერ დაარღვია და ერთი მილიონი ტაივანური, ანუ 35 ათასი ამერიკული დოლარით დაჯარიმდა.

ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს. უცნობი პირი ჩინეთში მივლინებით იმყოფებოდა და ტაივანში დაბრუნების შემდეგ თვითიზოლაციას საკუთარ სახლში გადიოდა.

მათივე ინფორმაციით, კაცმა კარანტინის წესები 3 დღეში 7-ჯერ დაარღვია, წავიდა საყიდლებზე, მანქანის შესაკეთებლად და ა.შ. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი დანაშაულში მეზობელმა ამხილა.