“არ იფიქრო, სიკვდილი შეძლებს შენდამი სიყვარულის განელებას”

ემიგრანტების არხის დამფუძნებელი, შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ქართველი ემიგრანტის გარდაცვალების შესახებ წერს.

მისი ინფორმაციით, ათენში 21 წლის ემიგრანტი გარდაიცვალა.

„ათენში, 21 წლის ემიგრანტი, ქრისტინა ჩიხლაძე გარდაიცვალა.

ღმერთო მიეცი ძალა მის ოჯახს ამ ტკივილის ასატანად, სასუფეველში იყავი, რომ არა უფალი, ამდენ მწუხარებას ჩვენ ვერ გავუძლებდით.

კეთილად მოიხსენიე უფალო, მონა შენი ქრისტინა და კეთილთა შინა განუსვენე.

იძინე მშვიდად შენს მარადიულ სასუფეველში, სადაც ნეტარ არიან ღვთისგან რჩეულნი. ღმერთს სასუფეველში რჩეულები მიჰყავსო ამბობენ…

„შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.

ულმობელმა სიკვდილმა ერთმანეთს ფიზიკურად დაგვაშორა, მაგრამ შენ არ იფიქრო, სიკვდილი შეძლებს შენდამი სიყვარულის განელებას.

შენ მაინც ჩვენთან ხარ და ჩვენს გულებში აგრძელებ სიცოცხლეს. ჩვენთვის მარად უკვდავი ხარ, შენი სიკეთეებით და მოგონებებით.

შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ცრემლებისა“,– წერს სიხარულიძე.