“ჩვენი არწივი გაფრინდა… მშვიდობით, არწივო”

დღეს დილით გორის ჰოსპიტალში, მომღერალი, ანსამბლ “ივერიის” წევრი – თემურ წიკლაური გარდაიცვალა. რამდენიმე კვირაა არტისტი კოვიდ-19-ზე მკურნალობის კურსს გადიოდა. მომღერალი რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნური მართვით სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.

კოლეგები სცენის არწივს ემშვიდობებიან. გიორგი სუხიტაშვილი წერს.

“სამწუხაროდ ჩვენი არწივი გაფრინდა.
დიდი მადლობა შენ ყველა ნოტისთვის, ყველა როლისთვის, ფიროსმანისთვის მართალი სიმღერისთვის, მართალი სიტყვებისთვის, შენეული განცდებისთვის რომელიც გადმოგვეცი და რომელიც დაგვიტოვე.
შენი ნამღერი “მინდვრებო, ჩამოქარგულო” ჩემი ბავშვობის ბედნიერება და სავიზტო ბარათი იყო. საუკეთესო თბილი კოლეგა და საუკეთესო რესპონდენტი…
მოგვენატრები!
სამწუხაროა, რომ ის გეგეგმები რომელზეც ვისაუბრეთ ვერ მოვისმიმე (დამპირდა რომ მაჩვენებდა მის საოპერო სიმღერებს რაშიც მეცადინეობდა) ….
მშვიდობით, არწივო…” – წერს გიორგი “ფეისბუქზე”.