“მე და ბექა აღარ ვართ ერთად, შევეშვი სასმელს”

მომღერალი ნუკა კვალიაშვილი საყვარელ მამაკაცს დაშორდა.  ნუკა კვალიაშვილმა ამ ურთიერთობის დასრულების შესახებ   სოციალურ ქსელში დაწერა.

“არა არა, მე და ბექა აღარ ვართ გენაცვალე ერთად, ყველაფერი ჯიგრულად, ჯიგრული საფორთი, კოლეგიალური პატივისცემა და მუსიკალური, ერთმანეთის თემაში აღიარება, რომ ის თავის საქმის სპეცია, მე ჩემის, არანაირი არაფერი დაძაბული და ცუდი, უბრალოდ მარტივად რომ ვთქვათ, ხდება ცხოვრებაში რაღაცები დროის გასვლასთან ერთად, რაც არ ჯდება ერთმანეთში და იქიდან გამომდინარე, რომ ცხოვრება არც თუ ისე გრძელია, რაც არ ჯდება, უნდა გამოასწორო და განაგრძო ცხოვრება, ესაა ჩემი კომენტარი! Friendship, support და ა.შ ორივესგან ერთმანეთთან არის ძალიან კაი ლეველზე მადლობელი ნახვამდის.

ახლა რაც შემეხება მე, შევეშვი სასმელს, დავიწყე ვარჯიში, დავიწყე სწორი კვება, დავიწყე მეცადინეობა დაკვრაში (გიტარა) დავიწყე მეცადინეობა სიმღერაში, თებერვლის შუა რიცხვებში ვანებებ სიგარეტს თავს.” – წერს მომღერალი.