საერთაშორისო სამართლის სპეციალისტს, იურისტ დავით ჯანდიერს დედა გარდაეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში თავად ჯანდიერი აქვეყნებს.
„ასე მგონია საუკეთესო დედა იყავი… გაფრინდა ჩემი სულის ნაწილი.
პანაშვიდები 4 და 5 თებერვალს. მისამართი: ვიქტორ დოლიძის 16ა კორპუსი (22 და 21 კორპუსებს შორის), სართული 4. კორპუსთან ამოსახვევი ბაკურიანის ქუჩიდან, დოლიძის ქ. 43 ნომერთან.
გამოსვენება: 6-ში, 14 საათზე.
მისამართი: უნივერსიტეტის ქუჩა, ე.წ. ახალი სპორტის სასახლის მოპირდაპირე მხარეს მდებარე საბურთალოს ახალი სასაფლაოს ტაძრიდან (სასაფლაოს დასაწყისში)“, – წერს ჯანდიერი