თბილისში, ვარკეთილში სოციალურად დაუცველი და შეჭირვებული მოქალაქეების დასახმარებლად სოციალური აქცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს პური და ფუნთუშები დაურიგდათ.
“ძვირფასო მეგობრებო, დღეს შედგა ჩვენი პროექტი დავარიგეთ პური და ფუნთუშა, 180 ცალი პური და 100 ცალი ფუნთუშა …..
ასევე დავეხმარეთ ერთ ოჯახს პროდუქტით სალო მაზანიშვილის გადმორიცხული თანხით, ძალიან ბევრი პოზიტივი მივიღე დღევანდელი დღით და ვფიქრობ, რომ ერთმანეთის დახმარება გადაგვარჩენს
#სიკეთეგადამდებია”, – წერს სოციალურ ქსელში სოციალური აქციის ორგანიზატორი.