კრისტენ სტუარტი რობერტ პატინსონთან რომანს იხსენებს. მსახიობი, რომელიც Twilight-ში გადაღების დროს სულ რაღაც 18 წლის იყო ახლა პირველად ალაპარაკდა მის ურთიერთობაზე, ამავე ფილმის ვარსკვლავთან, რობერტ პატინსონთან.
მსახიობი იხსენებს, როგორ ეძახდა პაპარაცებს „ქურდებს“ რადგან ისინი მას მუდმივად უკან დაჰყვებოდნენ, მაშინ, როდესაც მას პირადი ცხოვრების დამალვა სურდა.
„მე და რობს გვინდოდა, რომ ეს ურთიერთობა ჩვენს შორის დარჩენილიყო და ყოფილიყო საიდუმლო. ქუჩაში ხელჩაკიდებულები არ დავდიოდით, რადგან არ გვინდოდა პაპარაცებისთვის ის მიგვეცა რაც მათ სურდათ, თუმცა ამის გამო ჩვენ ვერ ვაკეთებდით იმას რაც გვსურდა ჩვენ“.
ჟურნალისტმა, რომელთანაც კრისტენს გულახდილი ინტერვიუ ჰქონდა განაცხადა, რომ გადასაღებ მოედანზე შეყვარება დიდი შეცდომაა, რაზეც კრისტენის პასუხი მიიღო, რომ ეს ყოველთვის იცოდა, თუმცა ვერაფრით აღუდგა წინ სიყვარულს.
„ჩემთვის ახლა ამ ურთიერთობაზე საუბარი ძალიან უცნაურია. ფილმის გადაღების დროს პროდიუსერები არ მაძლევდნენ უფლებას ჩვენს ურთიერთობებზე საჯაროდ მესაუბრა. ჩვენ წლების განმავლობაში ვიყავით ერთად, ის იყო ჩემი პირველი სიყვარული“.
კითხვაზე გაჰყვებოდა თუ არა ის რობერტ პატინსონს ცოლად მან შემდეგი პასუხი მიიღო:
„არ ვიცი… მინდოდა კი, ძალიან მინდოდა, ხელი, რომ ეთხოვა ცოლად აუცილებლად გავყვებოდი. ძალიან ტრადიციული ადამიანი არ ვარ, მაგრამ ყველა ურთიერთობაში ასე ვარ, სულ მგონია, რომ ვისთან ერთადაც ვარ ის არის ერთადერთი და ჭეშმარიტი სიყვარული.“