„ოღონდ შიში გადალახეთ და აქციებზე აღარ ვივლი”, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ხალხი იმიტომ არ გამოდის აქციებზე, რომ ოპოზიციაში ძველი სახეების დანახვა მობეზრდაო – დროდადრო წააწყდებით ასეთ მოსაზრებას.
ოღონდ “თქვენ” შიში გადალახეთ, რამეზე ხმა ამოიღეთ და:
– აღარც აქციებზე ვივლი;
– აღარც ტელევიზორში დაგენახვებით;
– აღარც ციხეში წავალ;
– აღდგომას ჩაქაფულსაც არ გავაკეთებ;
– ინგლისურ მანქანას საერთოდ აღარ ვიყიდი;
– ყველა ქოცს ზეინტელექტის მქონედ ვაღიარებ;
– არათუ ბიძინას, მიშა ქარელსაც აღარ შევაგინებ;
– სტიქარს ჩავიცვამ და მონასტერში წავალ;
მეტი რა ვქნა, თავს ხომ არ მოვიკლავ? იქნებ მართლა მოვიდეს კარგი დრო”, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.
ცნობისთვის, თაკო ჩარკვიანმა ბურჯანაძე-ბოკერიას პოლიტიკური გვამი უწოდა და პროცესებიდან ჩამოშორება მოითხოვა.
„შეიძლება, რომ გავრილოვის ინციდენტს ვებრძოდეთ და გავრილოვნა, საკანონმდებლო ორგანოში ხომ გვისხედან და მეორე გავრილოვნა გარეთ იდგეს მიკროფონთან და ის ორგანიზატორობდეს მიტინგს, რომელსაც უნდა ევროატლანტიკურ სივრცეში შესვლა.”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.