რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში ვახო სანაიას მიმართავს.
“ვახო სანაია ის არ არის, 2012 წლის 4 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც კარგად დარწმუნდა „ოცნების“ გამარჯვებაში, გამოვიდა „პირველი არხის“ ეთერში და გამოაცხადა – სააკაშვილის ხელისუფლება ჩემზე ზეწოლას ახდენდაო? ოთხი დღე იფიქრა ბიჭმა :))))))))
აი, ეს ტიპი, მკვლელების და სამშობლოს გამყიდველების სექტის წევრად რომ გადაიქცა, საკუთარ ყბაში გალაწუნებისთვის სამი კაცის ციხეში ჩალპობას ითხოვს. რუსიკო სტურუამ მწარე, მაგრამ კორექტული შენიშვნა მისცა და რა ქნა ამ კაცურმა კაცმა? რუსოს ფოტო „გამოაჭენა“ თავის გვერდზე, მონიშნა მისი დირექტორი და თავის ჭკუაში, ჩაუშვა – აი, ასეთი თანამშრომელი გყავთო. როგორი – არ დაუკონკრეტებია, მაგრამ მაინც ითხოვს სასწრაფო რეაგირებას. ისე, კიდევ კარგი, მხოლოდ რეაგირებას ითხოვს და გადაურჩა რუსუდანი ციხეში ჩალპობას :))))))))))))
ე.ი. ამ ვირიშვილებმა ეთერებიდან ქართველებს დედა უნდა გვაგინონ, ხელშეუხებელი არ დაგვიტოვონ არაფერი, რწმენა, ეკლესია თავზე უნდა დაგვამხონ და ამას სიტყვის თავისუფლება ჰქვია, ხოლო შენ თუ ჟუუუურნალისტს (შ.რამიშვილის ხმით) შენიშვნა მიეცი, თუნდაც მწარე, სამსახურიდან უნდა გაგაგდონ.
აი, ასე გაიჯეჯილეს ამ ქაჯებმა.
რა დაუწერა
Rusiko
-მ
„TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი
სანაია მეგობრებში არ მყავს და ამიტომ თქვენი პირით მინდა შევუთვალო!
ყველაზე კარგად შენ იცი, იქ რა და როგორ მოხდა!
გამოიჩინე სულგრძელობა, ამ სიტყვის მნიშვნელობა თუ საერთოდ იცი და ნუ ახდენ ზეწოლას გამოძიებაზე, რომ სასამართლომდე გირაოთიც არ გამოუშვან ის ახალგაზრდები.
ალიყური კი არა, შემთხვევები ვიცით, თუნდაც ჩვენი უახლოესი ისტორიიდან, რომ შვილმკვდარ დედებს უარი უთქვამთ მკვლელის დასჯაზე… ჩემს შვილს არაფერი ეშველება და ეს კი უარესად უნდა დაიღუპოსო!
თუმცა ეს რომ გააკეთო, სულ ცოტა დიდსულოვანი ადამიანი უნდა იყო და ეს ყველას არ შეუძლია… ვერც დაავალდებულებ
ამ ლინკს გადაავლე თვალი და თუ, თავიდან ბოლომდე ყურება გაგიჭირდება, მე-12 წუთიდან მაინც მოუსმინე. ამ მონაკვეთში ლაშა ყვება ახალგაზრდობაში როგორ დაჭრეს, ეს ბიჭი მასთან სახლში როგორ მიიყვანეს და რა უთხრა მას მედეა ჯაფარიძემ… ასე იქცევიან დიდსულოვანი ადამიანები, მითუმეტეს როცა კატასტროფულ უბედურებასთან არ გვაქვს საქმე და შენს შემთხვევაში ნამდვილად არა გვაქვს, რადგან კარგად ნაცემის შენ არაფერი გეტყობა და ჩვენ, შენი ფავორიტი პარტიისა და ხელისუფლების დროს ცემა როგორი იყო და ნაცემებიც როგორი კარგად გვახსოვს!
სხვათაშორის, გვარამიამ რომ ქალბატონს ყველას თვალწინ ჩააფეთა და არავის პასუხი არ მოუთხოვია ეგეც გვახსოვს და საერთოდ იმდენია, რომ მაგათ რა ჩამოთვლის