დარეჯან ნარსია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“ეხლა ვუსმინე მთავრობის წარმომადგენლებთან მოსახლეობის შეხვედრის მომენტს. ვიღაც ნაციონალი კისრის ძარღვების დაწყვეტამდე ყვიროდა თქვენ გაყიდეთ მთელი საქართველოს ქონებაო. თუ მაინცდამაინც ვინმემ უნდა დაგაბრალოს რამეები,ისეთები მაინც ნუ იტყვიან ბოსლიდან რომ გამონახედი არ აქვთ.
იმ დაკარგულ 120 სოფელზე თუ არას ვიტყვით,ეს ნამოხვანი ჰესი არის ნაცების 2009 წლის პროექტი,რომლის ანულირებაზე 2014 წელს საარბიტრაჟო სასამართლომ ლონდონში,უარყოფითი გადაწყვეტილება გამოიტანა.
დევს ფბ ეს ხელშეკრულება, მაგრამ იმდენად მოცულობითია და სპეციფიური ხასიათის,არამგონია სპეციალისტების მეტმა,ვინმემ აზრი გამოიტანოს.
ჩემი ქვეყნის სიყვარულს ჩემი კეთილდღეობით არ ვზომავ.მინდა ქვეყანა წინ წავიდეს ეკონომიურად დამოკიდებულობისკენ მიმავალ გზაზე..გვაქვს რესურსები,რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ნაკლები ზიანით და მეტი სარგებლით….ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ვისი პირიდან იღაღადებს ჭკვიანური აზრი და სიმართლე .ყველას მივიღებ და მივესალმები.”