ჟურნალისტი ვახო სანაია ოჯახზე ლელა წურწუმიას გადაცემაში საუბრობს. ის პირველად პასუხობს იმ ადამიანებს, ვინც მას მესამე ქორწინების გამო აკრიტიკებდა. საზოგადოების ნაწილი ამბობდა, რომ ვახო სანაიამ მესამედ ჩუმად ისე იქორწინა, რომ მეორე მეუღლემ ამის შესახებ არაფერი იცოდა. გადაცემაში ჟურნალისტმა განმარტა, რომ მას მეორე ცოლთან ურთიერთობა გარკვეული ჰქონდა..
“პირველი ცოლი გადასარევადაა მესამესთან, მესამე გადასარევადაა პირველთან. ყველა ცოლი გადასარევადაა ჩემთან და ჩემს ოჯახთან. სამივე ცოლი გიჟდება მამაჩემზე. მოკლედ, პატარა ბრაზილია მაქვს.
როცა მესამედ ვიქორწინე, ისეთი შთაბეჭდილება შეიქნა, თითქოს, ოჯახიდან გავედი და მესამე ცოლი “ჩუმად” მოვიყვანე. სიმართლე კი ისაა, რომ მე და ჩემს მეორე მეუღლეს ურთიერთობა გარკვეული გვქონდა. მაშინ როგორ უნდა მეპასუხა ამდენი ხალხისთვის, ვინც ბრალს მდებდა, რომ ცოლს ვუღალატე.
მთავარი ისაა, რომ ახლა ყველას ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს”, – ამბობს ვახო სანაია.