“არ არის გასაკვირი მათგან ბრძოლის მსგავს მეთოდზე გადასვლა, რადგან წლების განმავლობაში ისინი ისედაც ტვ ფეიკებით არსებობდნენ”

რიმა ბერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ნაც.მოძრაობამ გადაწყვიტა იბრძოლოს სუფთა კაგებეშნიკური მეთოდებით და გუშინდელი სიუჯეტიც ამის დასტურია. გამოაქვეყნეს შენახული მასალა, რომელიც რეალურად 2010 წლის ჩანაწერი აღმოჩნდა, ოღონდ ესეც გაყალბებული-კონტექსტიდან ამოვარდნილი ფრაზებით და დამახინჯებული შინაარსით.

არ არის გასაკვირი მათგან ბრძოლის მსგავს მეთოდზე გადასვლა, რადგან წლების განმავლობაში ისინი ისედაც ტვ ფეიკებით არსებობდნენ და ასე თუ ინარჩუნებდნენ საკუთარ ელექტორატს. სიცრუის სიმართლედ ტირაჟირება, მათი პოლიტიკური არსებობის გარანტია იყო. წლების განმავლობაში ასე წამლავდა საზოგადოებას დესტრუქციული ძალა, რომელმაც ევროსაბჭოს სხდომის წინ და შარლ მიშელის ვიზიტის შემდეგ, როდესაც გაჩნდა დიალოგის შანსი და მათი მხრიდან დათმობის, გადაწყვიტეს მაგიდის აყირავება და ამ მიზნით შავი სკივრი გახსნეს და გამოუშვეს საკმაოდ ძველი 2010 წლის ფაბრიკაციული ჩანაწერი.
ასეა, ყოველთვის როცა არიან ჩიხში მათთვის დამახასიათებელ ხელწერას იყენებენ. არჩევნების პერიოდშიც წინასწარ ამხილა ხელისუფლებამ რომ ისინი პროგრამა”Deef fake” მეშვეობით შეეცდებოდნენ ვიდეო მანიპულაციას და ფაქტების დამახინჯებას ან გაყალბებას.”