რეპერი ზაზა ნოზაძე განცხადებას ავრცელებს:
“მეგობრებო, როგორც იხილავდით კონკრეტული ადამიანები თუ ძალები ცდილობენ ჩემი „ბოდიში“ მიაწერონ ბოლო დროს გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებს, რაც არის სრული ს ი ყ ა ლ ბ ე
საბედნიეროდ, პირადად არ გავმხდარვარ მსხვერპლი მსგავსი ავადმყოფური გამოვლინების, თუმცა ნებისმიერი მსხვერპლის მდგომარეობას ვიზიარებ მთელი გულით და ყველანაირად პროტესტს ვუცხადებ, იმ ჩანაწერებს, რაც მოვისმინეთ, 100000%-ით!
თუ ეს ეგ არის სინამდვილე – ეგ არის სრულიად ამაზრზენი და დასაგმობი ფაქტები და მჯერა შესაბამისად დაიგმობა კიდეც!
ვიდექი და ვიდგები, ყოველთვის იმ მხარეს სადაც ხალხია რომელიც, არავის პატიობს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას.
თუმცა, ეს არავის აძლევს უფლებას ჩემი ცხოვრების პირადი ცხოვრებაში იქექიალოს და საზოგადოებას ისე მიაწოდოს ჩემზე ცნობა, როგორც მას აწყობს, რომ ამით კიდევ უფრო გაამყაროს მტკიცებულება.
არანაირი არაფერი ისეთი ყოფილა რასაც შეიძლება ამ ჩანაწერთან კავშირი ქონდეს და მერე უკვე თქვენს გამოგონილ ზღაპრებთან.
თქვენი დამონტაჟებული სიყალბე, სადაც აზრს არ მამთავრებინებთ, აკოწიწებთ და აწვდით საზოგადოებას როგორც გსურთს, სადამდე მიგიყვანთ ვერ ვხვდები!
მე აქ ვარ და გეუბნებით რომ თქვენს მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციები არ მემსახურება არც მე არც საზოგადოებას!
სიბინძურეს ნუ ებრძვით სიბინძურით!” – წერს ნოზაძე