მომღერალმა ლედი გაგამ Twitter-ის გვერდზე ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც ფილმ „გუჩის სახლის“ გადასაღებ მოედანზეა გადაღებული.
პოპვარსკვლავთან ერთად ფოტოზე მსახიობი ადამ დრაივერია, რომელიც ფილმში მაურიციო გუჩის როლს თამაშობს, ლედი გაგა კი პატრიცია რეჯანის განასახიერებს.
სარა გეი ფორდენის წიგნის, „გუჩის სახლი: მკვლელობის, სიგიჟის, გლამურისა და სიხარბის სენსაციური ისტორია“ ეკრანიზაციაზე რეჟისორი რიდლი სკოტი მუშაობს.