“ანტივაქსერებს და ვაქცინის მომხრეებს ნუ დაგვაჭმევინებთ ერთმანეთს!ინფორმაცია მიაწოდეთ ადამიანებს!”

ნინო ორდენიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ადამიანებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება. აუცილებელია საინფორმაციო კამპანია! რაც აქამდეც უნდა ყოფილიყო! ადამიანებს უჩნდებათ ბევრი კითხვები ვაქცინასთან დაკავშირებით, ყველა ამ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. რა საფრთხეებია თუ აიცრებიან და რა საფრთხეებია თუ არ აიცრებიან! ეს ყველაფერი გარკვევით უნდა მიაწოდოთ ადამიანებს! ჯანდაცვის მინოსტრი ისეთ კომენტარებს აკეთებს, ხალხი შოკში ჩააგდო! ისედაც ახალი ვაქცინაა და ბევრი კითხვები უჩნდებათ, გამოდით ტელეეთერებში და აუხსენით ხალხს! და ისიც კარგად აუხსენით არ აცრის შემთხვევაში რა შეიძლება მოყვეს! ყველას არ აქვს იმის საშუალება, რომ გაარკვიოს, დაურეკოს კომპეტენტურ ადამიანს და კითხოს. ამ დროს ანტივაქსერები გადასარევად მუშაობენ! სასწრაფოდ უნდა დაიწყოს საინფორმაციო კამპანია, რომ მიიტანოთ ინფორმაცია ადამიანებდე და გააგებინოთ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესი. მაგალითი მიეცით ადამიანებს! ჩართეთ ცნობილი სახეები, ექიმები და დაიწყეთ ამაზე მუშაობა! ეხლა ანტივაქსერებს და ვაქცინის მომხრეებს ნუ დაგვაჭმევინებთ ერთმანეთს!ინფორმაცია მიაწოდეთ ადამიანებს! მე პირადად აუცილებლად გავიკეთებ ვაქცინას,იმიტომ,რომ სხვა გამოსავალი ამ ჯოჯოხეთიდან გამოსვლის არ არის!რისკები?რისკები ყველა აცრას აქვს, ყველა აცრას შეიძლება მოყვეს გართულება! ანტიბიოტიკმაც შეიძლება დაგმართოს ანგიონევროზული შეშუპება! და ყველა წამალს აქვს უკუჩვენება,მაგრამ მაგის გამო მედიკამენტებზე უარს არ ვაცხადებთ.ახალია და არ ვიცით რას ტოვებს? კოვიდის გართულება რასაც ტოვებს და რა შედეგებიც დგება ეგ ხომ ვიცით უკვე ზუსტად?((( ხო ყველამ ვიცით რამდენი ჩვენი საყვარელი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ამ ვირუსმა?((( მე ჩემს აზრს გამოვხატავ და არავის არ ვახვევ თავს, ყველას აქვს იმის უფლება,რომ სხვანაირად ფიქრობდეს.უბრალოდ გთხოვთ,მესმის რომ ბევრი კითხვები გაქვთ,კარგად გაარკვიეთ ყველაფერი და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება! რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება მით უფრო დიდი შანსი გვაქვს დროულად დავასრულოთ ეს კოშმარი და დავუბრუნდეთ ძველ ცხოვრებას!ეხლა თოთოეულ ჩვენთაგანზე ძალიან ბევრია დამოკიდებული!მივცეთ ერთმანეთს მაგალითები და იქნებ ამაში მაინც შევთანხმდეთ და ყველამ ერთად გამოვიყვანოთ ქვეყანა ამ ჯოჯოხეთიდან!”-წერს ორდენიძე.