“ვიცი, ბევრს გაგიხარდებათ ეს კარგი ამბავი”

თინა ხიდაშელი სახლში გაწერეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და თავს უკეთ გრძნობს. მან სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა:

დღეს სახლში გამომწერეს. ვიცი  ბევრს გაგიხარდებათ ეს კარგი ამბავი (დათო უკვე ერთი კვირაა, გამოწერეს!). მართალია, სახლშიც ჯერ ისევ აპარატზე უნდა ვიყო, მაგრამ სახლში ვარ, ვმჯობინდები და, ალბათ, 3-4 კვირაში დაგიბრუნდებით!
დღეს კი უბრალოდ მადლობა! არავინ წამით არ იფიქროთ, რომ ამ უდიდეს სითბოსა და სიყვარულს ძალა არ აქვს. სრულიად პირდაპირი ძალა აქვს გაძლების, შეძლებისა და გამძლეობისთვის! მადლობა!!!!”, – წერს ხიდაშელი.