ქეით მიდლტონი პოდიუმზე და კაბა, რომელმაც პრინცი უილიამი გააოცა

სამეფო ოჯახის წევრების პირადი ცხოვრება უცხოური გამოცემებისა და ტაბლოიდების მუდმივი განხილვის საგანია. გამონაკლისი არც ქეით მიდლტონისა და პრინცი უილიამის ოჯახია.
სოციალურ მედიაში კემბრიჯის ჰერცოგინიას ბევრისთვის აქამდე უცნობი ფოტოები არაერთხელ გავრცელდა, სადაც ქეითი St. Andrews Bay-ის სასტუმროში Todd-ის ჩვენებაზე იმყოფება.
უცხოური გამოცემების ცნობით, უილიამმა შოუზე დასასწრებად და პირველ რიგში დასაჯდომად 275 დოლარი გადაიხადა.
როგორც მისი მეგობარი ფერგუს ბოიდი იხსენებს, ჩვენების მიმდინარეობისას პრინცმა მასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ქეითის გარეგნობამ ის გააოცა და ამჟამინდელ ჰერცოგინიას სექსუალური უწოდა.

კაბა, რომელიც ქეით მიდლტონს ეცვა აუქციონზე $125,000-ად გაიყიდა.