ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედის შვილიშვილს, ზარა ტინდალს ბიჭი შეეძინა, ამის შესახებ BBC წერს. ბიჭს ლუკას ფილიპი დაარქვეს.
ზარა ტინდალისა და მისი მორაგბე ქმრის, მაიკ ტინდალის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბავშვი კვირას დაიბადა, სახლში, რადგან მშობიარის გადაყვანა კლინიკაში ვერ მოასწრეს.
“დედოფალი და ედინბურგის ჰერცოგი მოხარული არიან სიახლის გამო, მოუთმენლად ელოდებიან მეათე შვილთაშვილთან შეხვედრას” – განაცხადეს ბუკინგემის სასახლეში.
ახალშობილი ლუკასი სამეფო გვირგვინის რიგში 22-ეა.
ზარა ტინდალი დედოფლის შვილის, პრინცესა ანას ქალიშვილია.