წლებია მომღერალი ნინი შერმადინი ნიუ-იორკში ცხოვრობს და იქ აგრძელებს მოღვაწეობას.
ნინის ერთადერთი ქალიშვილი, მარიამ ციცაგი ბებიასთან და ბაბუასთან იზრდებოდა, თბილისში.
როგორც იცით, გასული წელი, ძალზედ მძიმე აღმოჩნდა მომღერლისთვის, მას მშობლები გარდაეცვალა.
ნინიმ ოცნება აისრულა და შვილი უკვე მასთან ჰყავს. ამერიკის ერთ-ერთი აეროპორტიდან, შვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც წერს:
„საბოლოოდ ჩემი გოგო ამერიკაშია”.
დედა-შვილი მრავალწლიანი განშორების შემდეგ ერთმანეთს შეხვდა.
პირველი, რაც ამერიკაში ჩასულა მარიამმა დედას სთხოვა, მანჰეტენის დათვალირება იყო.