გიორგი ვაშაძე მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მას დაბადების დღეს ულოცავს. პოლიტიკოსი აღიარებს, რომ ერთად ყოფნის განმავლობაში მეუღლეს ბევრჯერ აწყენინა…
გთავაზობთ მის პოსტს:
„და მაინც, რა ბედნიერებაა შენ გვერდით ყოფნა!
ათი წელი ისე სწრაფად გავიდა თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარით. დიდი სიამოვნებით გავივლიდი ყველაფერს თავიდან!
ამ პერიოდის განმავლობაში ბევრჯერ გავაბრაზე, ბევრჯერ ვაწყენინე, ბევრჯერ მაპატია და ბევრჯერ მივხდი, რომ არასწორი ვიყავი. ბევრჯერ მივხვდი, რომ როცა ძვირფასია, ბევრი რამ მეორეხარისხოვანი ხდება. მივხვდი იმასაც, რომ ისეთი მიყვარს, როგორიც არის, თავისუფალი, მხიარული, ხან აუტანლად მკაცრი და შეუბრალებელი, ხან კი პატარა ბავშვივით თბილი და გულუბრყვილო. მასაც ისეთი ვუყვარვარ, როგორიც ვარ. არასოდეს გვიცდია ერთმანეთის შეცვლა, ორივე ერთმანეთით ვართ ბედნიერები. ორივემ ვიცით, რომ იოლი არ არის, მაგრამ მაინც გვინდა, ერთად გავიაროთ ცხოვრების გზა.❤️
Happy bday ქეთუნა!“