თიკა ფაცაციას და აჩიკო სოლოღაშვილის გადაცემა დაიხურა

შაბათს, 19:50 საათზე, გასართობი შოუ “არ გაჩერდე” რუსთავი 2-ის ეთერში ბოლოჯერ გავა.

ამის შესახებ გადაცემის წამყვანი თიკა ფაცაცია სოციალურ ქსელში წერს.

“ვიცი, რომ არ გავჩერდებით ზოგადად თუმცა დღეს გადის ბოლო “არ გაჩერდე” ეთერში, სამწუხაროდ, დახურეს ჩვენი გადაცემა❤ ბედნიერი სეზონები გვქონდა და მადლობა ჩემო ოქროებო უზარმაზარი”-წერს თიკა ფაცაცია.