მეკლდეური გუგა დაბრუნდაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და “მზრუნველი” მშობლების შვილებისადმი დამოკიდებულებას ეხმაურება:
“ბავშვი მივიყვანე სკოლაში და ეზოში ველოდებოდი სანამ შეიყვანდა მასწავლებელი კლასს და ამ დროს მესმის ერთერთი მშობლისგან:
” ჩამოდი ძირს, სად მიცოცავ, არ ჩამოვარდე”
არადა ბავშვები ღობეზე მიცოცავდნენ არაფერი განსაკუთრებული
ერთერთი ყველაზე ბუნებრივი ბუნებრივი სპორტის სახეობაა, რაც კი კაცობრიობას გააჩნია და “მზრუნველი” მშობლების ასეთი დამოკიდებულების გამოა რომ ძირითადად “პარკეტნიკები” იზრდებიან და ელემენტარულიც კი არ იციან.
აცადეთ ბავშვებს ბავშვობა და თუ გეშინიათ, რომ ცოცვისას არ ჩამოვარდეს და რამე არ დაიშავოს. ცოცვაზე მიიყვანეთ, კი ნუ აუკრძალავთ.”- წერს გუგა დაბრუნდაშვილი.