“ქიბარ ხალვაშს ამისთვის ვგულშემატკივრობდით, რომ სიბინძურეები ბოლოს ჩვენსკენ მოემართათ ამ ტელევიზიიდან?”

მომღერალი თემურ თათარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ია ფარულავას და “რუსთავი 2”-ს მიმართავს. 

ტელეკომპანიისგან ის ბოდიშის მოხდას მოითხოვს. თათარაშვილის გაღიზიანება გადაცემაში გიორგი ნაზღაიძის სტუმრობამ გამოიწვია, რომელმაც განაცხადა, რომ თემურ თათარაშვილმა ერთ-ერთ ბარში მას ფეხზე ხელი დაადო.

“დღეს შედარებით ფრთხილი პოსტი დავწერე, არ მინდოდა მძაფრად მეთქვა ის რასაც სინამდვილეში ჩემგან და არამარტო ჩემგან იმსახურებს ” ფარული კონვერტი” რომელსაც გადაცემასაც ვეღარ ვუწოდებ ისე დაბლა დაეშვა და გაბანძდა უკვე. სიბინძურის და ცილისწამებების ბუდედ გადაიქცა. ამიტომ ამაზე აღარც შევჩერდები. მინდა პირდაპირ ტელევიზიას და მის ხელმძღვანელებს მივმართო: რას ერჩით ამ ტელევიზიას? რატომ აბანძებთ და უკარგავთ ყველანაირ ფასს და ღირსებას? ბატონ ქიბარ ხალვაშს ამისთვის ვგულშემატკივრობდით ამდენი ადამიანი რომ სიბინძურეები ბოლოს ჩვენსკენ მოემართათ ამ ტელევიზიიდან?
კატეგორიულად ვითხოვ ბოდიშის მოხდას და ვაცხადებ რომ არასდროს აღარ იქნება ჩემი ფეხი ამ ტელევიზიის არც ერთ გადაცემაში სანამ ფარული კონვერტიდან ბოდიშს არ მომიხდიან საჯაროდ!
სამარცხვინოა რაც ხდება და მოგმართავთ ბატონო ქიბარ და ბატონო პაატა სალია! ცილისწამება და ბოროტი ტყუილების ტირაჟირება არის დასჯადი!გთხოვთ აღკვეთოთ ეს მარაზმი თქვენს ტელევიზიაში რომელსაც ასე ვგულშემატკივრობდი აქამდე!
ველოდები ბოდიშს!” – წერს თათარაშვილი.

ასევე იხილეთ