ყველასათვის ნაცნობმა ჟურნალისტმა ვრცელი განცხადება გაავრცელა. მაია ასათიანი ერთგულ მაყურებლებს დაემშვიდობა. რას ჰყვება ტელეწამყვანი საკუთარ Instagram-ზე?
მაია ასათიანის ოფიციალური გვერდი სარეკომენდაციო პოსტებით არის სავსე, თუმცა ამჯერად რეკომენდაციებთან ერთად ჟურნალისტი მაყურებლებსა და „ფოლოვერებს“ დაემშვიდობა. რატომ გადაწყვიტა ასათიანმა სოციალური ქსელების დეაქტივაცია? როგორც ვიდეოზე თავად ჰყვება, ყოველ წელს ერთი თვის მანძილზე ის ვირტუალური სივრციდან ქრება. ამის შესახებ მას ადრეც ვრცლად უსაუბრია. მაია აღნიშნავს, რომ არა მისი პროფესია, საერთოდ არ დარეგისტრირდებოდა სხვადასხვა ქსელში და არც მედია საშუალებებს მიადევნებდა თვალს.
„ჩემი გამოცდილება მინდა გაგიზიაროთ, რომელიც ძალიან მეხმარება. ყოველ წელს, თვეში ერთხელ ყველა სოციალურ ქსელსა და აქტივობას ვეთიშები. ეს ძალიან მომწონს. თავის დროზე ასე გავაუქმე Facebook-ი. 2 წლის წინ ყველაფერი გავაუქმე და ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი თავს. ერთი თვით გემშვიდობებით. თქვენც თუ ცდით, აღმოაჩენთ, რომ ძალიან მაგარია. ამ ქვეყნად ბევრად უფრო საინტერესო რამეები არსებობს, ვიდრე მთელი დღე „სქროლვა“, – აღნიშნავს მაია.