“მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, რაც ამ წლებმა მომცა”

2

ვახო ბიჭიკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

”დღეს ჩემს დაბადების დღესთან ერთად მადლიერების დღეცაა. ალბათ ამიტომაც მინდა ეს დღე ყველაზე მეტად მადლობას დავუთმო. 🙏🏼

ოთხი წელი ვიცხოვრე მსოფლიოს დედაქალაქში ნიუ-იორკში. ქალაქში, რომელმაც მასწავლა გამბედაობა, მოთმინება, საკუთარ თავზე დაყრდნობა და ისიც, რომ სახლიდან შორს ყოფნისას სამშობლოს სიყვარული კიდევ უფრო ღრმავდება. ამერიკა ჩემთვის მხოლოდ ქვეყანა და ქალაქი არ ყოფილა, ეს იყო დიდი გამოცდილება, ადამიანები, თავგადასავლები, სირთულეები და უამრავი გაკვეთილი. მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, რაც ამ წლებმა მომცა.

განსაკუთრებული მადლობა ყველას, ვინც ამ დიდ გზაზე ჩემს გვერდით იდექით, ვინც ხელი გამომიწოდეთ, გულში ჩამიხუტეთ, გამამხნევეთ, გამიღიმეთ და მაგრძნობინეთ, რომ უცხო ქალაქშიც შეიძლება საკუთარი ადამიანები გყავდეს. მეგობრებო, ახლობლებო, ძმაკაცებო, ბიძაშვილებო და ჩემო გულშემატკივრებო, თქვენი სიყვარული ყოველთვის ჩემთან იყო. იმედი მაქვს, მეც არ დამიკლია თქვენთვის სიყვარული და სითბო.🤍

ამ პოსტერზე წერია “Thank You Everyone” — „მადლობა ყველას“. ეს უბრალოდ წარწერა არ არის. ეს არის ჩემი სათქმელი თითოეული თქვენგანის მიმართ, ვინც ჩემს ცხოვრებაში კვალი დატოვეთ და ეს ოთხი წელი უფრო თბილი, ძლიერი და დასამახსოვრებელი გახადეთ.

წინ ახალი გეგმებია საქართველოში, ჩემს ოჯახთან, ჩემს ადამიანებთან, აქაურ მეგობრებთან და იმ საქმესთან ერთად, რომელიც ჩემს ქვეყანას სიყვარულით უნდა ემსახუროს. 🇬🇪✊🏻🎭🎼🎬

მადლობა ამერიკას სიყვარულისთვის, გამოცდილებისთვის და იმ ყველაფრისთვის, რაც მასწავლა. მადლობა საქართველოსთვის, რომელიც ყოველთვის გულში მქონდა და რომლისკენაც გზა არასდროს დამიკარგავს. და მადლობა თქვენ რომ სადაც უნდა ვიყო, თქვენი სიყვარული სახლამდე მომყვება.🫶🏼✊🏻

39 წლის ასაკში ერთი სურვილი მაქვს: უფრო მეტად გვიყვარდეს ერთმანეთი 🫂

მადლობა ყველას. მიყვარხართ. 🫶🏼
Happy thanks Giving 🙏🏼🇬🇪🫀🇺🇸🦃“