”დღეს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დღეა შენთვის ჩემო ლევანიკო დეეე“

4

ლევან კბილაშვილის დედა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

”დღეს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დღეა შენთვის ჩემო ლევანიკო დეეე ❤️
მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული 💔
ერთადერთი ნატვა რაც გქონდა … შენს სამშობლოში, საქართველოში გამართულიყო სოლო კონცერტი 💔 არ გამოვიდა😭
მაგრამ … მაინც ყველაფერი შესძელი.
იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე დღეს უამრავი ჩვენს გვერდით მყოფ ადამიანს უნდა აკეთებდეს და არ და ვერ ახერხებს.

დღეს კლიპის პრეზენტაციაა 🎼🎤
კლიპის, რომელსაც დარწმუნებული ვართ ყველა ჯერ შენ ელოდები სულმოუთქმელად 🎤
ეს კლიპი შენ მოგიძღვნეს იმ ადამიანებმა, ვისთვისაც განსაკუთრებულად ძვირფასი ხარ(არ ჩამოვთვლი, დავტოვებ დროებით საიდუმლოდ..)
ერთი რამ ცხადია …
მიუხედავად იმისა სად და როგორ ხარ,მიუხედავად იმ მწარე და ენითაუწერელი მონატრებისა, ყველასათვის ისევ ისეთი ლევანიკო ხარ, ისევ აქ ხარ, ჩვენთან ერთად ერთად აგრძელებ ცხოვრებას, სიმღერას და არსებობას.
დღევანდელი დღე ამის დასტურია.
კონცერტი ვერა, მაგრამ ამ კლიპით მოივლი მთეს საქართველოს და არა მარტო…
ეს დასაწყისია….
დასასრული არ იქნება იმიტომ, რომ შენ სულ ხარ და იქნები სამარადჟამოდ 🎤🎼❤️
გვიყვარხარ დეეე ❤️
ველოდები სულმოუთქმელად მიუხედავად ჩემთვის ძალიან მძიმე წუთებისა😭”