„კირასთან ძალიან მრცხვენია, რომ ასეთი რეაქცია მქონდა…“ – ნუცა შამილაძე ორსულობის შესახებ

3

თინანო ბუჩუაძე მომღერალ ნუცა შამილაძესა და მის პატარა ქალიშვილს, კირას ესტუმრა. გულახდილი საუბრისას ნუცამ ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და რთული ეტაპი გაიხსენა და პირველად ისაუბრა იმაზე, თუ რა გრძნობა დაეუფლა, როდესაც ორსულობის შესახებ შეიტყო.

როგორც მომღერალი ჰყვება, ეს სიახლე მისთვის სრულიად მოულოდნელი და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საფრთხის შემცველი აღმოჩნდა, რის გამოც პირველი ემოცია შიშსა და უარყოფით განცდებს უკავშირდებოდა.

“მე მკურნალობის პერიოდში დავორსულდი და ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა, რომ გითხრათ, ბედნიერი ვიყავი და ძალიან დადებითი რეაქცია მქონდა-მეთქი, მოგატყუებთ. ორსულობა ჩემთვის არ შეიძლებოდა და ბავშვის ანომალიების რისკიც ძალიან დიდი იყო. შესაბამისად, პირველი რეაქცია იყო ძალიან ნეგატიური და კირასთან ძალიან მრცხვენია, რომ ასეთი რეაქცია მქონდა, როდესაც გავიგე, რომ ორსულად ვიყავი.

მეტად სენსიტიური თემაა კირა ჩემთვის – თან გოგოა, თან ჩემი ცხოვრების ისეთ რთულ პერიოდში გამოჩნდა და თვითონაც ბევრ რამეს გაუძლო. უბრალოდ, ახლა ცოტათი დანაშაულის შეგრძნებაც მაქვს ხოლმე იმ წამიერი ფიქრებისა და ემოციების გამო, რაც ამ ამბის გაგებისას განვიცადე და ალბათ მასაც განვაცდევინე” – ამბობს ნუცა.