“ერეკლემ ცხოვრებაში ბევრი რაღაც გამიკეთა და მისი მადლიერი ვიქნები”

სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი, მოძ­რა­ო­ბა “სირ­ცხვი­ლი­ას“ წევ­რი მა­რი­ამ გე­გუ­ჩა­ძე თა­თია შა­რან­გი­ას სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მას “სთო­რი“ სტუმ­რობ­და. მა­რი­ამ­მა სა­კუ­თარ თავ­ზე, გან­ცდებ­სა და ბოლო დროს გა­და­ტა­ნილ მძი­მე ამ­ბებ­ზე ისა­უბ­რა, ასე­ვე გა­იხ­სე­ნა დე­დის, ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი­სა და მა­მი­ნაც­ვლის, ერეკ­ლე კო­დუ­ას და­შო­რე­ბის პე­რი­ო­დი. ეს იყო თემა, რო­მელ­ზეც იმ­ჟა­მად მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ლა­პა­რა­კობ­და და მე­დი­აც აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლავ­და. ჟურ­ნა­ლისტ ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ანს არა­ერ­თხელ უსა­უბ­რია, რომ ამ პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან ცუ­დად იყო…

მა­რი­ამ გე­გუ­ჩა­ძე:

“იმ პე­რი­ოდ­ში უცხო­ეთ­ში მინ­დო­და სას­წავ­ლებ­ლად წას­ვლა, მაგ­რამ მარ­ტო­ო­ბა ძა­ლი­ან მი­ჭირ­და. ამი­ტომ წა­ვე­დი ბუ­და­პეშ­ტში, სა­დაც იმ­ჟა­მად ერეკ­ლე კო­დუა ცხოვ­რობ­და. მე და მან ერთი წელი ვი­ცხოვ­რეთ ერ­თად. ოჯა­ხის წევ­რე­ბი – დედა, ბე­ბია, ხში­რად ჩა­მო­დი­ოდ­ნენ.


დღეს ერეკ­ლეს­თან ხში­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არ მაქვს, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რა­ღაც გა­მი­კე­თა და მისი მად­ლი­ე­რი ვიქ­ნე­ბი. პირ­ველ რიგ­ში, ის არის ჩემი ძმის მამა, იმის იქი­თაც, დამ­ხმა­რე­ბია გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში მატ­რი­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით, დროს მით­მობ­და, სა­დღაც დავ­ყავ­დი…

ყვე­ლა ადა­მი­ანს ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი როლი აქვს. მას არა­სო­დეს და­ვუ­ვი­წყებ ბევრ რა­მეს, პირ­ველ რიგ­ში სით­ბოს, მახ­სოვს, რო­გორ ვუყ­ვარ­დი. დღეს რომ არ ვკონ­ტაქ­ტობთ, იმას არ ნიშ­ნავს, რომ არ არ­სე­ბობს ან ხვალ რომ და­მირ­ე­კოს, ტე­ლე­ფონს არ ვუ­პა­სუ­ხებ.