სამოქალაქო აქტივისტი, მოძრაობა “სირცხვილიას“ წევრი მარიამ გეგუჩაძე თათია შარანგიას საავტორო გადაცემას “სთორი“ სტუმრობდა. მარიამმა საკუთარ თავზე, განცდებსა და ბოლო დროს გადატანილ მძიმე ამბებზე ისაუბრა, ასევე გაიხსენა დედის, ნანუკა ჟორჟოლიანისა და მამინაცვლის, ერეკლე კოდუას დაშორების პერიოდი. ეს იყო თემა, რომელზეც იმჟამად მთელი საქართველო ლაპარაკობდა და მედიაც აქტიურად განიხილავდა. ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს არაერთხელ უსაუბრია, რომ ამ პერიოდში ძალიან ცუდად იყო…
მარიამ გეგუჩაძე:
“იმ პერიოდში უცხოეთში მინდოდა სასწავლებლად წასვლა, მაგრამ მარტოობა ძალიან მიჭირდა. ამიტომ წავედი ბუდაპეშტში, სადაც იმჟამად ერეკლე კოდუა ცხოვრობდა. მე და მან ერთი წელი ვიცხოვრეთ ერთად. ოჯახის წევრები – დედა, ბებია, ხშირად ჩამოდიოდნენ.
დღეს ერეკლესთან ხშირი ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ ცხოვრებაში ბევრი რაღაც გამიკეთა და მისი მადლიერი ვიქნები. პირველ რიგში, ის არის ჩემი ძმის მამა, იმის იქითაც, დამხმარებია განათლების მიღებაში მატრიალური თვალსაზრისით, დროს მითმობდა, სადღაც დავყავდი…
ყველა ადამიანს ჩვენს ცხოვრებაში გარკვეული როლი აქვს. მას არასოდეს დავუვიწყებ ბევრ რამეს, პირველ რიგში სითბოს, მახსოვს, როგორ ვუყვარდი. დღეს რომ არ ვკონტაქტობთ, იმას არ ნიშნავს, რომ არ არსებობს ან ხვალ რომ დამირეკოს, ტელეფონს არ ვუპასუხებ.