მარიამ კუკუნაშვილი “ვალენტინოს” ჩვენებაზე არ წავიდა

523

ბიზნესლედი მარიამ კუკუნაშვილი ჟურნალ „გზასთან“ იმის შესახებ საუბრობს, რომ მსოფლიო მოდის სახლების ექსკლუზიური კლიენტია და ამიტომ ხშირად იწვევენ ჩვენებებზე.

მარიამ კუკუნაშვილი:

„პარიზში კარლ ლაგერფელდმა დამპატიჟა საკუთარ წვეულებაზე… ხშირად მეპატიჟებიან მოდის სახლები. ახლაც, პანდემიის დროს ვალენტინოს სახლმა მილანში შედარებით შეზღუდული რაოდენობის ხალხისთვის ჩაატარა ჩვენება და იქაც ვიყავი მიწვეული…

რაც შეეხება კარლ ლაგერფელდის მიწვევას, ფართი მოაწყო სახელწოდებით – „კარლიტო“ და იქ მეუღლესთან ერთად გახლდით… ძალიან საინტერესო დღე იყო!

რატომ გიწვევენ მოდის სახლები?

მათი ექსკლუზიური კლიენტი ვარ… ვალენტინოს სახლის წვეულებაზე არ წავსულვარ, მაგრამ არა იმიტომ, რომ პანდემიიის დროს არსებულა მრეგულაციებმა შემიშალა ხელი.. მოდის ინდუსტრია 21-ე საუკუნეში სეზონზე წარმოუდგენლად ბევრ სამოსს უშვებს და მოდაზე ასე ჩაციკვლა ჩემთვის არ არის მიმზიდველი. უფრო გამარტივებულ, ქუჩის სტილზე ვარ გადასული. არ მემეტება ძვირფასი დრო ჩვენებებსა და მსგავს ღონისძიებებზე დასახარჯად…“