“წლებია მეც და გიგასაც, გვბრალდება რომ ხალხი ბნელი გვგონია”

„პარადოქსია, მაგრამ წლებია (მეც და გიგასაც,) გვბრალდება რომ ხალხი ბნელი გვგონია“, – ამის შესახებ „ტაბულას“ რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, ხალხის მოტყუებას დიდხანს ვერავინ შეძლებს.

“მეგობრებო, როგორ ფიქრობთ, რატომ არ გატყუებთ და რატომ ვიძახი ბევრ უხერხულ სიმართლეს, რის გამოც მუდამ შარში ვარ?

იმიტომ, რომ ხალხი ბნელი არ მგონია და არ მგონია, რომ მათ მოტყუებას შევძლებ დიდი ხნით. (გარდა იმისა, რომ თავმოყვარეობას მილახავს როცა იძულებული ვარ ის არ ვთქვა, რასაც ვფიქრობ).

ხალხი ბნელი ჰგონია იმას, ვინც თვლის რომ თავის სიგრძე ხის ჯვარს დაიკიდებს და ხალხი დაუჯერებს, რომ ქრისტიანული მორალი აქვს.

ხალხი ბნელი იმას ჰგონია, ვისაც მიაჩნია რომ ხალხი ვერ გაიგებს იმას, რომ ადამიანებს აქვთ სიცოცხლის და ბედნიერებისკენ სწრაფვის თანასწორი უფლება.

ხალხი ბნელი იმას ჰგონია, ვინც დღეს ერთს ამბობს, ხვალ საწინააღმდეგოს, ზეგ მესამეს – და ფიქრობს რომ ხალხი ამას ვერ მიხვდება.

ხალხი ბნელი იმას ჰგონია, ვინც ყველასთან იმას იტყვის, რაც ამ ყველას ესიამოვნება და ფიქრობს, რომ ხალხს აჭმევს.

მე ხალხი ბრძენი რომ მგონია – ამიტომ(აც) არ ვიტყუები“,- წერს ჩერგოლეიშვილი.