“რუსთავში შავი მერსედესი მოვიდა, ლამაზი გოგოთი და თბილისში ვაჟამდე წაყვანა შემოგვთავაზა”

ანჯელა ალავერდიანმა ფეისბუქში დაწერა:

“რუსთაველებო,დღეს ძალიან საინტერესო და სასიამოვნო ამბავი გადამხდა თავს, მოკლედ როგორც ყოველთვის თბილისის 19 ნომრების გაჩერებასთან ვიდექი უამრავ ხალხთან ერთად, ველოდებოდით მარშუტკას, ამ დროს მოვიდა შავი მერსედესით ლამაზი გოგო, რომელმაც შემოგვთავაზა ვაჟამდე გაყოლა, გავყევით სამი ადამიანი.

მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგად მართავდა საჭეს ,დავრჩით კმაყოფილები და ის, რამაც გამაოცა არის ის რომ ეს ყველაფერი გააკეთა უანგაროდ მადლობა ამ ლამაზ და საყვარელ გოგონას…

გვიმრავლოს ღმერთმა ასეთი ახალგაზრდები.”