“ცხონება მისურვეთ ძალიან გთხოვთ, მეტი არაფერი მისურვოთ… 8 კვანძი აღმომაჩნდა ავთვისებიანი“

შაბათს გადაცემა „სთორის” სტუმარი გიორგი გილიგაშვილი იქნება. როგორც ირკვევა, ერთ-ერთი თემა, რაზეც გიორგი ისაუბრებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება.

12 კვანძი ამოიღეს და 8 კვანძი აღმოჩნდა ავთვისებიანი…

არასოდეს მტოვებს ღმერთი, უნახავი… არ არსებობს ჩემთვის გადაულახავი…

მე სულ მინდოდა გამოვსულიყავი და მეთქვა, რომ ლეგენდარულად ვარ ხალხო, ცხონება მისურვეთ ძალიან გთხოვთ, მეტი არაფერი მისურვოთ.

დღე და ღამე ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარი ვიყავი. სულ ვვარჯიშობდი, ჩემი მომრევი თითქოს, არ მეგონა დედამიწაზე არავინ. უცებ ავთვისებიანი სიმსივნე აღმომაჩნდა. ასე რომ, არავინ თქვას, რომ ჩვენ ვერას დაგვაკლებს სნეულება. ჩემი სათქმელის მიზანი ვინმეს შეშინება არ არის. უბრალოდ, თუ გინდა, სიცოცხლე უფრო დატკბეს და გალამაზდეს, გახსოვდეს, რომ გარდაცვალების ჟამი ახლოა“, – აღნიშნა გიორგი გილიგაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი გილიგაშვილს მცირე ხნის წინ ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

მან თურქეთში ოპერაცია გაიკეთა, რის შემდეგაც საქართველოში დაბრუნდა.