“ვიცი ბევრს გაინტერესებთ…”

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს:

“ყველას დიდი მადლობა წელიწადნახევრიანი ტანჯვის და უბედურების შემდეგ ნამდვილად შედგა დღეს დაბადების დღე!
ვიცი ბევრს გაინტერესებთ და კარგი ამბავი ის არის რომ გერმანიაში კლინიკამ დაასრულა ჩემი მკურნალობა. წინ მხოლოდ რეაბილიტაცია და ცოტა მეტი მონდომებაა, რომ საბოლოოდ გავიმართო წელშიც და მუხლშიც
ყველას დიდი მადლობა ვინც მწერდით, მირეკავდით, მგულშემატკივრობდით, დარდობდით, გვერდში მედექით და კარგად გახდომის შეუძლებლობის მითს მინგრევდით ყოველდღიურად.
განსაკუთრებით კი ჩემს ბიჭებს მოთმინებისთვის, სიყვარულისთვის, ყოველწამს ჩემს გვერდით დგომისთვის”, – წერს ხიდაშელი.