“ხანდახან გადაცემაც ვეღარ მიმყავს.. ვინც შაკიკს მომირჩენს, ძეგლს დავუდგამ”

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ჯანმრთელობის პრობლემაზე წერს, რომელიც წლებია ვერ მოაგვარა.

„ვინც შაკიკს მომირჩენს, ძეგლს დავუდგამ. თანდათან სრულიად არაშრომისუნარიანი გავხდი.

უკვე ძალიან ხშირად, ყველა დაგეგმილ საქმეს და შეხვედრას ვაგდებ, ხანდახან გადაცემაც ვეღარ მიმყავს.

მართლა-თუ ვინმემ იცით ექიმი, ვინც ოდნავ მაინც უმსუბუქებს პაციენტს ამ დაავადებას და მეტყვით, მადლობელი ვიქნები🙏🙏

მე ვერ მივაგენი ასეთ ექიმს, წლებია ვეძებ და ვერსად მივაგენი“. – წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.