“ასე ჩაერთო რადიოს პირდაპირ ეთერში დათო თბილისიდან, სასტუმროში წამოკოტრიალებული”

ჟურნალისტი, რამაზ სამხარაძე სოციალურ ქსელში კოლეგაზე, დათო ლიკლიკაძეზე წერს და სახალისო ისტორიას იხსენებს.
თბილისში ვართ რაღაც ტრეინინგზე. მე და ლიკლიკაძე ერთ ოთახში მოვხვდით. მგონი 2009 წელია. ტელეფონი ურეკავს.

 დააჭყიტა თვალები, პალიტრა მირეკავს ჩართვა უნდა… ზესტაფონში ვარო, შენ ხმა არ ამოიღო, იცოდეო! თან ბოლთას სცემს – ახლა რა დროს ეს ჩართვა იყოოო…

ჩართვა წყალდიდობას ეხება…არ ვიცი საიდან მოჩიჩქნა გაზეთი, ფანჯარა გამოაღო რომ ხმაური ყოფილიყო და დაიწყო გაზეთიდან კითხვა, თან დაამატა ახლა მე ვიმყოფები ზესტაფონში, სადაც მოსახლეობას წყალი სახლებში შეუვარდაო. კინაღამ ფანჯარიდან გადავხტი იმდენი ვიცინე, თვალებს მიბრიალებს გაჩუმდი ბიჭოოო მანიშნებს, ასე ჩაერთო რადიოს პირდაპირ ეთერში დათო თბილისიდან, სასტუმროში წამოკოტრიალებული“, – წერს სამხარაძე.