“ყველა თანხმდება იმაზე, რომ ლამაზი ქალი გქვია, ამდენი ადამიანის გულის დაპყრობას გილოცავ”

მამა პეტრე კოლხი (კვარაცხელია) მსახიობ ია ფარულავას დაბადების დღეს ულოცავს და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს უძღვნის.

“მე ვიცი შენი გული, შენი ფარული და უამრავი სიკეთე ვიცი…

ყველას ჰგონია, რომ ხმაურიანი, ხმამაღალი ხარ, არადა, ძალიან ხმადაბლა, ძალიან ჩუმად აკეთებ ისეთ მაგარ ამბებს, ბევრმა მინდა გაიგოს, მინდა ბევრმა იცოდეს…

ერთ-ერთი მათგანი ხარ, ვინც სასიამოვნოდ მაოცებს… 

ისეთი ქრისტიანული, ჰუმანური თვისებები გაქვს, ძალიან ბევრს,ბევრი წელი და კიდევ უფრო მეტი მონდომება სჭირდება, იგივე სიმაღლეს მიაღწიოს…

სულ დადებით და თბილ ემოციებს უკავშირდები…

სულ ვფიქრობ, რომელი ფილმის, ან წიგნის პერსონაჟი ხარ, მაგრამ საბოლოოდ ვერ ჩამოვყალიბდი… ამითაც საინტერესოა შენი პიროვნება, რადგან ყველაზე მეტად შენს თავს გავხარ…

ყველა თანხმდება იმაზე, რომ ლამაზი ქალი გქვია, მაგრამ გარეგნული ნიშანი მარტო არ არის შენი ძლიერი მხარე… უმთავრესი შენი ჰუმანიზმია, ის სავიზიტო ბარათი, რომლითაც ყველას კარს აღებ და შენს კუთვნილ ადგილს იმკვიდრებ…

მართალია, შინდლერის სიაში ვერ ამოგიკითხე, მაგრამ მეგობრობის და ადამიანობის სიით ერთ-ერთი პირველი ხარ!..

იმ ადამიანებს ვულოცავ შენს დაბადებას, ვისთვისაც დღესასწაული ხარ… შენ კი, ამდენი ადამიანის გულის დაპყრობას გილოცავ… ეს ყველაზე რთული, თითქმის შეუძლებელი ამბავია!…

ღრუბლიან ამინდშიც იკაშკაშე!..“, – წერს პეტრე კოლხო.