ნახეთ რას წერს თურქული სერიალების გვერდი სოციალურ ქსელში

თურქული სერიალების გვერდი UmuDumsun•T•A სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ :

“არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ნანუკას და ჰალილის დღევანდელ პოსტს, სადაც მითითებულია მიწისძვრით დაზარალებულთათვის ნანუკამ რამდენი გაიღო თანხა და ვკითხულობთ სამარცხვინო შეფასებას კომენტარებში🤦‍♀️
”ნანუკა ამდენი თუ გქონდა, ჩვენი ღარიბი ხალხისთვის გაგეწია დახმარება’..🤦‍♀️
და ამ კომენტარს იწონებს და მხარს უბამს არაერთი..
მაშინ მე თქვენ გეკითხებით..
მურათ ილდირიმი, რომელიც 7 თუ 8 წელია ‘ანდრიას ფონდის’ და ‘ცინცაძის ფონდის’ წევრია და დღემდე რიცხავს ყოველთვიურად თანხას, ამის გარდა პირადი ფინანსებით არაერთი მძიმედ დაავადებული ბავშვის მკურნალობა დააფინანსა საზღვარგარეთ და გადაარჩინა არაერთი ქართველი ბავშვის სიცოცხლე..
მურათი და მისი მეუღლე ხშირად ეკონტაქტებიან და სიურპრიზებით ანებივრებენ ქართველ ბავშვებს ყოველ დღესასწაულზე..
რატომ აკეთებს ამას?
‘მუსულმანი კაცი გადამთიელ ქრისტიანს’ რატომ ეხმარება? განა ცოტაა თურქეთში სნეული თუ ღარიბი?..
ტყუილად კი არაა ნათქვამი, ქართველს ქართველზე დიდი მტერი არ ჰყავსო..
ნანუკა, გვეამაყები ნამდვილ ქართველებს და ვაფასებთ, რასაც ჩვენი ქვეყნის სასახელოდ აკეთებ..
აქვე მოგახსენებთ..
შეამჩნევდით, მურათი არ ჩანდა ეს მძიმე დღეები..
სერიოზული მიზეზის გამო არ არის თურქეთში, თორემ ასეთ დროს სხვა ქვეყანაში რა გააჩერებდა, მაგრამ რა თქმა უნდა ყველანაირად ეხმარება დაზარალებულებს.