“მამაჩემმა სიკვდილის წინა დღეს დედას ჰკითხა, ის ძალიან ლამაზი გოგო სადაა აქ რომ იყო წუხელო”

მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ისტორიას ეხმაურება, რა დროსაც ნანგრევებიდან ამოყვანილი 5 წლის გოგო აცხადებს, რომ 152 საათის განმავლობაში, ნანგრევებში მასზე ქალი ზრუნავდა, მოგვიანებით კი, ბავშვის თქმით, ის გაქრა.

ამ ისტორიასთან დაკავშირებით ის გარდაცვლილი მამის სიტყვებს იხსენებს.

“მამაჩემმა სიკვდილის წინა დღეს დედას კითხა, ის ძალიან ლამაზი გოგო სადაა აქ რომ იყო წუხელო. ჩვენი მფარველი ანგელოზები, ხილულად გვევლინებიან განსაცდელის დროს!  მე მჯერა, რომ ისინი სულ ჩვენთან არიან“, – წერს მომღერალი.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რასაც 35 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.