ვინ იშვილა ნანგრევებში დაბადებული პატარა აია

პატარა აია, რომლის სახელი არაბულად “სასწაულს” ნიშნავს, მაშველებმა დედის ცხედარზე ჭიპლარით მიბმული იპოვეს. დედა, მამა და მისი ოთხივე დედმამიშვილი სტიქიამ იმსხვერპლა. ამბის გავრცელებიდან მალევე, აიას შვილად აყვანის სურვილი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ათასობით ადამიანმა გამოთქვა.
კლინიკის მენეჯერი, რომელიც ბავშვის გაშვილებაზე, მისი ნათესავების გამოჩენამდე უარს ამბობდა, მასზე საკუთარ შვილებთან ერთად ზრუნავდა. ნანგრევებში გადარჩენილი აია, ბიძამ და დეიდამ იშვილა და მას გარდაცვლი დედის სახელი აფრაა დაარქვეს.