„ამერიკაში ფულის დაგროვება ვერ მოვახერხე და ვერც ბინა ვიყიდე…“

ცუცა კაპანაძე, რომელიც წლებია, აშშ-ში ემიგრაციაშია, ჟურნალ „სარკეს“ უმხელს, რომ სამწუხაროდ, თანხის დაგროვება ვერ შეძლო:

„ახლაც ბებიას ვუვლი და სულაც არ მეთაკილება, პირიქით, ნებისმიერი სამუშაო საპატიოა. არ შემიძლია 24 საათი ვიმუშაო, ამდენი ენერგია არ მაქვს, მაგრამ საცხოვრებლისთვის, საკვებისა და გადასახადებისთვის საჭირო თანხას გამოვიმუშავებ.

შორიდან ყველაფერი ლამაზად ჩანს, მათ შორის – ისიც, რომ ამერიკაში ოქროს მთებია. წლების განმავლობაში ფულის დაგროვება, გადანახვა ვერ მოვახერხე. როგორც შემიძლია, ოჯახის წევრებს ვეხმარები. მე არც ახალი სახლი მიყიდია თბილისში, ისევ ის ბინა მაქვს სოლოლაკში, მწერალთა სახლის წინ, იტალიურ ეზოში, საერთო სამზარეულოთი… როცა დავბრუნდები და ვფიქრობ, ეს ოთხ წელიწადში მოხდება, ჩემს პატარა სახლში გემრიელად ვიცხოვრებ…“