„საუკეთესო ხარ, შენი დანახვა გულს უხარია“ – თიკა ფაცაციამ აშშ-ში ქართველი ემიგრანტებისთვის კონცერტი გამართა

ქართველმა მომღერალმა თიკა ფაცაციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის კონცერტი გამართა. საღამოზე თიკამ მსმენელისთვის საყვარელი სიმღერები შეასრულა.

სოციალურ ქსელში კონცერტიდან გავრცელებულმა ვიდეოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

„უმშვენიერესი და უსაყვარლესი☀️💖“, „ულამაზესია თიკა და ძალიან პოზიტიური ადამიანი ♥️“, „თიკა ❤️ უბრალოდ ვისურვებდი გხედავდე იქ სადაც საუკეთესო ხარ და შენი დანახვა გულს უხარია“, – აღნიშნავენ კომენტარებში.