“ნუ ეთამაშებით ბედს”

1,077

„იანვარში ხელმეორედ გადავიტანე კორონავირუსი და ბევრად უფრო მძიმედ ვიდრე პირველად!“ – ამის შესახებ მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, როცა დრო მოვა აუცილებლად აიცრება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, რადგან კიდევ არ შეხვდეს ვირუსი.

„ახლაც მაქვს სუნთქვის და დაღლილობის პრობლემები. გემო და სუნი არ აღმიდგა! 6 თვეში როცა ანტისხეულები აღარ მექნება, ალბათ, კიდევ უფრო მძიმედ ვიქნები. ამიტომ ერთი სული მაქვს ვაქცინა გავიკეთო, როცა ჩემი რიგი დადგება!

ნუ ეთამაშებით ბედს და გაიკეთეთ ვაქცინა!“,- წერს რაჭველიშვილი.