ცნობილი მეყველე ანა მიქაძე-ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში წერს, თუ როგორ თრგუნავს კოვიდგადატანილი ახლობლების მიერ მოთხრობილი, ინფექციის მიერ დატოვებული ჩივილების მოსმენა.
“გული გამისკდა, ისეთებს მიყვებიან კოვიდგადატანილები იმაზე, თუ რა აწუხებთ, როგორ არ ალაგდა მთელი რიგი პრობლემები (შფოთვები, ფსიქიკაზე გართულებები, სახსრების და გულსისხძარღვთა პრობლემები, თირკმელზე და ფილტვებზე გართულებები).
და დიდი ბოდიში, არ გაიკეთებთ ვაქცინას და ანტრივაქსერულ პროპაგანდას უჯერებთ და იპრანჭებით და იკვანწებით კი არა, სულ ხვეწნა-მუდარით უნდა შეიხვედროთ ვაქცინა! როგორმეე!!!!
დიაბეტის გამო ცოტას ფეხს ვითრევდი. ახლა უკვე მაგრად არ მაწყობს ამ დამპალმა ვირუსმა დამაინვალიდოს და სიკვდილამდე მის დატოვებულ კვალს ვუმკურნალო…
ვინც იოლად გადაიტანა და არაფერი დაგიტოვათ, ყველას გილოცვათ, ბედნიერი გამონაკლისი ხართ!”, – წერს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.