მამა პეტრე კვარაცხელია (პეტრე კოლხი), რომელმაც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ხელი მოიტეხა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
,,ჰოდა, იმას ვფიქრობდი, რა ცუდია, როცა არაფერი გტკივა და მაინც უკმაყოფილო ხარ… ფანჯარა გამოვაღე, მთებზე აყვავილებულ ატმებს და ნუშებს რომ გავხედე, მოტეხილმა ხელმა უკან დამხია, თორემ რამდენს ვივლიდი… ასეა, კარგად ყოფნას არ ვაფასებთ… ერთმანეთის ლანძღვით და შეურაცხყოფით ვიკვებებით… შური და ბოღმა გვაბრმავებს… რამდენი გაზაფხულები და შემოდგომები გავუშვით სიკეთის და მადლიერების გარეშე… რამდენმა წვიმამ ჩაიარა შეგრძნების გარეშე, ემოციის და სიხარულის გარეშე… ჰოდა, სანამ ხელი, ფეხი, ან ცხვირი არ მოგტყდებათ, კიდევ უფრო მეტად დააფასეთ ის რაც გაქვთ და მადლობა თქვით იმისთვისაც, რაც არ გაგაჩნიათ… მადლობა, არაფრისთვის!”, – წერს პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში.