ქალი სამხედროები ჯარში კაცის თეთრეულის ტარებას აპროტესტებენ

990

შვეიცარიაში ქალი სამხედროები ჯარში კაცის თეთრეულის ტარებას აპროტესტებენ. ამის შესახებ გამოცემა The Local-ი წერს.

კანონის თანახმად, დღეს შვეიცარიაში ყველა სამხედროს ერთნაირი სტანდარტული სამხედრო ფორმა ურიგდება, კაცის თეთრეულს იღებს ყველა სამხედრო, განურჩევლად სქესისა.

აპრილიდან ქვეყანაში დაიწყება საპილოტე პროექტი, რომლის ფარგლებშიც ქალ სამხედროებს ქალის თეთრეულის ტარების უფლებას მისცემენ. შვედეთის თავდაცვის მინისტრის, ვიოლა ამგერდის განცხადებით, ეს ცვლილება ჯარში ქალთა წარმომადგენლობაზე დადებითად აისახება.

პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, შვეიცარიის პარლამენტის დეპუტატი მარიანა ბინდერი ამბობს, რომ ახალი წესი ჯარს ქალებისთვის უფრო მიმზიდველს გახდის.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარიის შეიარაღებულ ძალებში ქალები სამხედროების 1%-ს შეადგენენ, მაშინ როდესაც შვედეთში ეს მაჩვენებელი 18%-ს, საფრანგეთში – 15%-ს, გერმანიასა და ნორვეგიაში კი 12-12%-ს შეადგენს.