“თბილისში მარტში მიყვარს ჩამოსვლა, როდესაც ბუნება იღვიძებს”

1,157

9 აპ­რილს, მოს­კოვ­ში, Vegas City Hall-ში მომ­ღე­რა­ლი თე­ო­ნა კონ­ტრი­ძე კონ­ცერტს გა­მარ­თავს. ბი­ლე­თის ფასი 1200-6000 რუბ­ლამ­დე მერ­ყე­ობს. ამ­ჟა­მად თე­ო­ნა სამ­შობ­ლო­შია და დღეს ნანი ბრეგ­ვა­ძე­სა და ეკა მა­მა­ლა­ძეს სტუმ­რობ­და. ორი დღის წინ კი მას­თან მყო­ფი რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ცნო­ბი­ლი ქარ­თველ ბა­ლე­რონ ნი­კო­ლოზ ცის­კა­რი­ძეს­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

ამ­ჯე­რად წყვი­ლი არ ცეკ­ვავს და უბ­რა­ლოდ სა­უბ­რობს. თე­ო­ნა ბა­ლე­რონს ეკი­თხვე­ბა თუ რა არის მის­თვის ახალ­გაზ­რდო­ბა და სთხოვს მო­ი­კი­თხოს თბი­ლი­სე­ლე­ბი. ვი­დე­ო­ში ცის­კა­რი­ძე სიყ­ვა­რუ­ლით ლა­პა­რა­კობს მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ზე, სა­დაც ბავ­შვო­ბა და ახალ­გაზ­რდო­ბა გა­ა­ტა­რა:

ნი­კო­ლოზ ცის­კა­რი­ძე

“ჩემ­თვის ახალ­გაზ­რდო­ბა არის უდარ­დე­ლო­ბა, რო­დესც კარ­გად გრძნობ თავს, ქარ­თუ­ლად რომ იტყვი­ან, ყვე­ლა­ფე­რი ფე­ხებ­ზე გკი­დია. ახლა სო­ლო­ლა­კის რა­ი­ონ­ში ვართ, სა­დაც ოდეს­ღაც ფა­რა­ჯა­ნო­ვი და ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნი ცხოვ­რობ­დნენ. აქ ჩერ­დე­ბოდ­ნენ: პუშ­კი­ნი, ლერ­მონ­ტო­ვი, გრი­ბო­ე­დო­ვი და ყვე­ლა. აქ ცხოვ­რობ­და ჩა­ი­კოვ­სკი, რო­დე­საც ჩა­მო­დი­ო­და, ბევრ პარ­ტი­ტუ­რას წერ­და. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ წლის ამ სე­ზონ­ზე ვარ თბი­ლის­ში. მარ­ტში მიყ­ვარს ჩა­მოს­ვლა, რო­დე­საც ბუ­ნე­ბა იღ­ვი­ძებს. ახლა ჩვენ ისეთ ად­გი­ლას ვდგა­ვართ, სა­დაც მთელ­მა ჩემ­მა ბავ­შვო­ბამ გა­ი­ა­რა. რო­დე­საც ჩვე­ნი მე­ცა­დი­ნე­ო­ბა მთავ­რდე­ბო­და, კურ­სე­ლე­ბი ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­ში ამოვ­დი­ო­დით და აქ ვსე­ირ­ნობ­დით. მე აქ ყო­ველ­თვის ბავ­შვად ვგრძნობ თავს“, – ამ­ბობს ცის­კა­რი­ძე. ვი­დე­ოს და­სას­რულს თე­ო­ნა კონ­ტრი­ძე ამ­ბობს, რომ მე­ო­რე დღეს ბოდ­ბე­ში მი­დი­ან წმინ­და ნი­ნოს საფ­ლავ­ზე.